ვახტანგ მაისაია: ჩვენმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანელ კოლეგებს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს

“ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი აზერბაიჯანელ კოლეგებს”, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, კონფლიქტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მაისაის განცხადებით, ბაქოსთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„რა არის გასაკეთებელი – ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი აზერბაიჯანელ კოლეგებს. უნდა ვთქვათ, რომ დავით გარეჯის კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული-კულტურული ძეგლი, ესაა ჩვენი ფასეულობა და ამ ფასეულობის შებღალვა წარმოადგენს საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების შებღალვას, ეს პირდაპირ უნდა იყოს დაფიქსირებული. ალბათ, საჭიროა, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ბაქოსთან. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ საჭიროა, პრემიერმინისტრი ჩავიდეს ბაქოში და ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე დააყენოს; შეიქმნას სახელმწიფოთაშორისი კომისია, რომელიც დაიწყებს მოლაპარაკებას იმაზე, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნას მოგვარებული მშვიდობიანი, დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების კონტექსტში. ამ გამოსავალს ვხედავ.
დღეს აზერბაიჯანთან ურთიერთობების გართულება არ შედის საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესებში, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე არის ის საკითხი, რომლის დათმობამაც სახელმწიფოებრიობის შებღალვა შეიძლება გამოიწვიოს“, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობითვის, 25 აპრილს გავცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერი გადაკეტეს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრისას არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, რომ მესაზღვრეებმა მონასტრის ტერიტორია გადაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვენებენ.
“იძახიან, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, რაც სრული აბსურდია. ეს არის სასაზღვრო ზონა, ჯერ დადგენილი საზღვარი არ არის. მნიშვნელობა და უპორატესობა აქვს იმ მხარეს, რომელიც მოიხმარს ტერიტორიას და ეს ვართ ჩვენ, მაგრამ ისინი ჩვენი ფაქტობივი მოხმარების მხარეზე ამოდიან და კეტავენ მონასტერს,” – განაცხადა არქიმანდრიტმა.
“ოთხდღიანი შეზღუდვის შემდეგ, დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გაიხსნა.
აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა გუშინ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ ექმნებათ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები