ზაურ დარგალი: ჩვენ ვგრძნობთ მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზაურ დარგალი დღეს სოფლების: იმირჭალის, იმირის, არაფლოს, ახლომაჰმუდლოსა და ენიკენდის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივების განცხადებით, მათი ძირითადი პრობლემა სახურავების გადახურვასა და მიწების რეგისტრაციას უკავშირდება.
ზაურ დარგალის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, მოსახლეობას ყველა დანაპირებს შეუსრულებს.
ამასთან, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დღის ბოლოს სადახლოს ეწვევა, სადაც მოსახლეობასთან მასშტაბურ შეხვედრას გამართავს.