„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ“

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ – ამის შესახებ შტეფან ფულემ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნებისთვის შესაძლოა, საუკეთესო სტიმულად იქცეს რეფორმების გატარების კუთხით.
“ევროკავშირის გაფართოება მძლავრი ინსტრუმენტია აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების ტრანსფორმაციისთვის. ევროინტეგრაციის პერსპექტივა საუკეთესო სტიმულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეფორმების გასატარებლად”, – აღნიშნა შტეფან ფულემ.
მისივე თქმით, თუ ევროკავშირი სერიოზულად ისწრაფვის აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსფორმაციისკენ, უნდა გამოიყენოს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გაფართოებას. ამასთან, როგორც გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ევროკომისარმა განაცხადა, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მაღალია ევროპული იდეებისა და ფასეულობების მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები