სოფელ აღაიანთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი

ხუთი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორივე კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები