როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
2 მაისს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +25 და ღამით +11 გრადუსი იქნება.
წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმშიც. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +19 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.