გიორგი ვოლსკი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს
“სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს,“- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემას პასუხი უნდა გაეცეს უფრო ღრმა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე.
“სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს ადგილზე, საკონტროლო გასროლა განახორციელეს თავის არეში და შემდეგ ამ გვამებთან ღლიცინებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, თუ როგორ გაანადგურეს ადამიანები, რომლებიც თურმე ციხის აღებისთვის იყვნენ ჩამოსულები. სისტემას პასუხი უნდა გაეცეს უფრო ღრმა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მაგრამ პოლიტიკური შეფასებაც აუცილებელია,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიაზე 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ.