საფრანგეთში მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები დასაქმებულთათვის უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაილომ განაცხადა, რომ პოლიცია პარიზში ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩაერია და გუშინდელი მსვლელობის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
„ჩვენ უკან არ დავიხევთ იმ პოლიტიკური ძალადობის წინაშე, რომლის დამკვიდრებასაც ულტრამემარცხენეები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში“, – დასძინა მან.
მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პროფკავშირის ცნობით, საფრანგეთში 1 მაისის აღსანიშნავად აქციაში მონაწილეობა 300 000-მა ადამიანმა მიიღო.