ზესტაფონთან, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებულთა შორისაა, გარდაცვლილის მამა, ზესტაფონის 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომობილში თავმჯდომარის მეორე შვილიც იმყოფებოდა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.