გია ვოლსკი დავით გარეჯის საკითხზე: ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც, აზერბაიჯანსაც

0

“თემაზე მუშაობაა საჭირო, ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას აქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვას ვოლსკი არც იმას გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს პროვოკაციას. “ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც, აზერბაიჯანსაც, არის დიპლომატიური ხაზები და გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც ამას ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ ამ თემაზე მუშაობაა საჭირო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას აქვს”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი