„სარფსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთეს.
„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 1,690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი