ამირან სალუქვაძე: დავუშვათ, პირობითად, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა (ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ), რა გიხარიათ? თუ არ გიხარიათ, მაშინ რატომ არ იქცევით სახელმწიფოებრივად?
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ამდენი განხილვა აქეზებს, როგორც მოსახლეობას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს.
,,მეოთხე დღეა მედიის, სოცქსელის მთავარი თემაა პანკისი. ძალიან გინდათ ვერ მოგვარდნენ, არ დაიწიოს დუღილმა, მუდმივად იყოს პანკისი თემად.
არ ვსაუბრობ და ნაკლებმნიშვნელოვანია ჩემთვის ჰესი აშენდება თუ არა. ამ საკითხზე მშვიდ გარემოში უნდა საუბარი.
რასაც ვხედავ, ესაა როგორც მოსახლეობის, ასევე შსს-ს წაქეზება. შსს-ს აქეზებენ, რომ რეაგირება მოახდინონ სამართალდარღვევებზე, ხოლო მოსაძლეობას, რომ დაკავებების შემთხვევაში, არ დაუშვან დაკავებები.
ვინც არ მეთანხმებით, ჯერ გულში ჩაიხედეთ.
იმის ნაცვლად, რომ მედიატორის როლი შეასეულოთ, იმის ნაცვლად, რომ დამშვიდებას შეუწყოთ ხელი და, თუ სასაუბროა, ვისაუბროთ ცალკე, განყენებულად, ჰესების მშენებლობის შესახებ, სარგებელზე, მავნებლობაზე და ა.შ., ვადუღებთ. პასუხისმგებლები ხართ საკუთარ ქმედებებზე?
დავუშვათ, პირობითად, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა (ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ), რა გიხარიათ? თუ არ გიხარიათ, მაშინ რატომ არ იქცევით სახელმწიფოებრივად? ხელისუფლებასთან ჭიდილისთვის მაინცდამაინც პანკისის თემის გამოყენებაა აუცილებელი? ,- წერს ამირან სალუქვაძე.