სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილესთან მიგრაციის საკითხებში, საიმონ მორდიუსთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. საუბარი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს შეეხო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი