რას აცხადებს გიორგი თაბუკაშვილი მარნეულის 22-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე (ვიდეო)

მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქთან მომხდარ ინციდენტს  გიორგი თაბუკაშვილი, “კვირასთან” საუბრისას, მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს და ინციდენტის დეტალებზე საუბრობს.

ცნობისთვის, მარნეულში 22-ე საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. “კვირას” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ლაშა ქველაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მარნეულის   №22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს გიორგი თაბუკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ლაშა ქველაძე დღეს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის ის უკვე გათავისუფლებულია.
შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები