“სამწუხაროა, რომ პანკისში ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოთა ნაწილმა ხელი შეუწყვეს ვითარების ესკალაციას”

0

 

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3-ის“ მშენებლობის თემას, ექსპერტებთან ერთად, ბიზნესმენებიც ეხმაურებიან. Infinite Energy-ის მმართველი დირექტორი, თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ ინვესტორს, ადგილობრივი იქნება ის თუ უცხოელი, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან მასზეა დამოკიდებული არა კონკრეტული კომპანიის, არამედ – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მომავალი.

თორნიკე ბახტურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებამდე აუცილებელია საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა და მოსახლეობასთან პროაქტიული მიდგომა, რადგან თავიდან იქნას აცილებულ ისეთი სცენარი, როცა უკან დასახევი გზა არ აქვს ინვესტორს, ანუ მნიშვნელოვანი თანხა დახარჯულია და მხოლოდ ამის შემდეგ იჩენს თავს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ან რაიმე მსგავსი.
ბიზნესმენის თქმით, სამწუხაროა, რომ პანკისში ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოთა ნაწილმა, განსაკუთრებით, ე.წ. მწვანე ორგანიზაციებმა, ხელი შეუწყვეს ვითარების ესკალაციას, ნებსით თუ უნებლიეთ, გახდნენ არასწორი და არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებლები.
„ასეთი განცხადებებით დაზარალდა არა მხოლოდ კომპანია „ფერი“, არამედ – სხვა კომპანიებიც, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებში აშენებენ ან გეგმავენ ენერგოობიექტების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ასეთი მოწოდებები ამცირებს საზოგადოების ნდობას ბიზნესის მიმართ, თანაც ისე, რომ არავინ კითხულობს, რამდენად აქვს მათ საფუძველი. იმედი მაქვს, აღნიშნული პირები აიღებენ პასუხისმგებლობას მათივე უსაფუძვლო განცხადებებზე და საზოგადოებას ამის შესახებ ღიად მოუყვებიან“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

კომენტარები

კომენტარი