მარნეულის 22-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული ლაშა ქველაძე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, მარნეულში 22-ე საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ლაშა ქველაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მარნეულის №22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, გიორგი თაბუკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
ლაშა ქველაძემ “კვირასთან” საუბარში რაიმე სახის დაპირისპირება უარყო და განმარტა, რომ მის მიმართ “ქართული ოცნების” მხრიდან ადრეც ყოფილა მსგავსი პროვოკაცია.
გიორგი თაბუკაშვილი კი “კვირასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი “ნაცმოძრაობის” მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაცია იყო და, რადგან ის ამ პროვოკაციას არ აჰყვა, მისივე თქმით, ქველაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.