ლაშა იორდანიშვილი: რიგი მედიასაშუალებები დღეს არ ახსენებენ, რომ ამ პროექტმა „იბიარდისგან“ უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ჯილდო მიიღო

0

კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პანკისში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მცირე ჰესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც დღეს რაღაც კავშირებს ეძებენ, კითხვები არ დაუსვამთ 2011 წელს. ისინი არ ახსენებენ, რომ ამ კომპანიაში დამფუძნებელი ამერიკული კომპანიაა და რომ დამფუძნებელი არ შეცვლილა.
„აბსოლუტურად ღია და საჯაროა, რა კომპანიები გვაქვს დაფუძნებული. იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც დღეს რაღაც კავშირებს ეძებენ, კითხვები არ დაუსვამთ 2011 წელს, როდესაც ყველა მედიასაშუალება მობილიზებული იყო, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იყო ქვეყნის აღმშენებლობა, რაც სწორია და მე ამას ვეთანხმებილ თუმცა დღეს იგივე ელექტროსადგურები არის ძალიან პრობლემური. მას შემდეგ არ შეცვლილა დამფუძნებელი, 2011 წელსაც იგივე დამფუძნებელი იყო. ისინი არ ახსენებენ, რომ ამ კომპანიაში დამფუძნებელი არის ამერიკული კომპანია, დიახ, თანაინვესტირების ფონდთან გვაქვს საერთო პროექტი – ონის კაშხალი. ვინმე რამე პრობლემას ხედავს ამაში? სირცხვილია, რომ საქართველოში ქართველმა განახორციელოს ინვესტიცია? თუმცა ჩვენ დავხარჯულვართ ბოლომდე, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ჩაედოთ საქართველოში ინვესტიცია“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი