ნათია მეზვრიშვილი: ჩვენთვის ჯიბღაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია

0

„ჩვენთვის ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც, სამწუხაროდ, რატომღაც საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება ჯიბღაშვილის მიმართ ინდივიდურად პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და ა.შ გათვალისწინებით. „ვცდილობ, იურიდიული პროცედურები განვმარტო, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე შემოვიტანო. გირაო პროკურატურამ მოითხოვა და, რატომღაც, საზოგადოებას აღკვეთის ღონისძიება სასჯელში ერევა”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულის დაკავებულ ბიზნესმენსა და მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთ ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა, 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება დატოვა. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი