ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ტყვიაგაუმტარი მატარებელმა დღეს დილით, ისტორიაში პირველად, რუსეთის საზღვარი გადალახა. ის ჰასანის სადგურზე გაჩერდა, სადაც მას პრიმორსკის კუთხის გუბერნატორი და სხვა ჩინოვნიკები დახვდნენ. კიმ ჩენ ინის მატარებლიდან წითელ ხალიჩაზე გადმოვიდა და რუსული ტრადიციული “კარავაიც” გასინჯა.
“მოხარული ვარ, რომ რუსულ მიწაზე ვართ”, – განაცხადა კორეის ლიდერმა.
კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვალ, 25 აპრილს ვლადივოსტოკში შეხვდება.