ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და ზედაპირულ წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის კვლევების არეალი გაფართოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებში აფართოებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტები გურიის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღეს.
“ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.
გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ ადგილებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს. მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება”, – ნათქვამია გარემო-ს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები