500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის “სოფლად სახლის” შესყიდვის საკითხის განხილვა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ “სოფლად სახლის” შესყიდვის თაობაზე, 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო.
კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სამინისტრო აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ სახლი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა და ეს პროცესი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები