თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
 
„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, გამრეკელისა და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონებისა (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, შენგელაიას, მამკოდისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ქვემო მეტალურგიის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ყარაჯაღის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ნაკადულის, ოცხელის, ქუთათელაძის, მელიას, ქინძმარაულის, გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, თამარის, შანავასა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, ზემო ვაკის, გალის, რჩეულიშვილის, კეკელიძის, შატბერაშვილისა და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მცხეთის, ბაზალეთის, ატენის, ქობულეთის, ფალიაშვილის, მირცხულავას, შროშისა და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელისა და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, ნინოშვილის, სამღერეთის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, სადგურის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილისა და გოგოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები