დანაშაულის პრევენციის ცენტრი კამპანიას „აჩუქე წიგნი“ შეუერთდა

„აჩუქე წიგნი“ – წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ კამპანიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ შეუერთდა. ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები #2 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.
როგორც „კვირას“დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, ქუთაისის #2 დაწესებულებას საჩუქრად შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა, მათ შორისაა როგორც თანამედროვე, ისე – კლასიკოსი ავტორების მოთხრობების მრავალტომეული კრებული, სათავგადასავლო ლიტერატურა და ენციკლოპედია.
ცენტრის დირექტორი, ლადო ჯავახიშვილი დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებსაც შეხვდა და წიგნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა; გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის სერვისების შესახებ.
„პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში, ვინაიდან წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების, არამედ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ლადო ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, კამპანია „აჩუქე წიგნი“ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები