ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე ელისაშვილმა საარჩევნო პლაკატების ბეჭდვა გააპროტესტეს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს საარჩევნო პლაკატების ბეჭდვა გააპროტესტეს.
ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტი, რომელიც წინასაარჩევნო პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს, სჯობს, მთაწმინდის, ვერის, სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს.
ლევან იოსელიანი საკუთარი კანდიდატურის სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს.
იოსელიანი და ელისაშვილი სხვა კანდიდატებსაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდებენ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ, რომ თავად შეარჩიონ ტერიტორია, რომელსაც ლევან იოსელიანი საკუთარი შტაბის წევრებთან ერთად, პლაკატებით გადაჭრელების ნაცვლად, გაამწვანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები