აკაკი ზოიძე: საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში

,,ეს არის გრძელვადიანი ანაბარი, რომელიც გაცილებით უკეთესად არის დაცული, ვიდრე – ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ კომენტარისას განაცხადა.
აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.
,,ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს იმაზე, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება. ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული და ნორმალური სიბერე გვქონდეს. დაგროვებით საპენსიო სქემაში, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულების მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები