მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე რიყის ქვაფენილი ბაზალტით შეიცვლება

მთაწმინდის გამგეობამ პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება.
საგზაო ინფარსტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ტროტუარების გასწვრივ 400 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი იწვევდა როგორც ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ასევე, აფერხებდა საგზაო მოძრაობასა და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.
საგზაო სამუშაოები, რომლებსაც კომპანია „ლატი+“ ახორციელებს, ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 240 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები