მაჭავარიანი ბოკერიას – არ გეკადრებათ ასეთი საუბარი, ეს არის შალიკო ნათელაშვილის ფრაზები (ვიდეო)

„არ გეკადრებათ, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები“, – ამ სიტყვებით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, გიგა ბოკერიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
სხდომაზე, სადაც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს უსმენენ, მცირე შეკამათება მოხდა.
კერძოდ, როდესაც მინისტრი საბანკო რეგულაციების შესახებ მასსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის განსხვავებულ ხედვებზე საუბრობდა, მაჭავარიანსა და ბოკერიას შორის ასეთი დიალოგი შედგა:
„ძირითადად, ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვაქვს აბსოლუტურად თანხმობა მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე, უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური და გეტყვით, პოპულარულ მარტივ ენაზე, დაახლოებით, რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, ყველა ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ბატონი კობა ამბობს, რომ 10:00 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12:00-მდე დატოვეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ მინისტრს მიმართა:
„ვიცოდი კიდეც, რომ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები. ცუდი ანალოგია გამოგივიდათ“.
გიგა ბოკერიას ამ რეპლიკას მინისტრის პასუხი მოჰყვა:
„არ გეკადრებათ. თუ ვინმეს ბავშვობად მიაჩნია რაღაც, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად ზრუნავს და უფრო მეტს ნერვიულობს. თუ არა და, „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები