„წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში წყლის ხარისხი ყოველდღიურად მოწმდება“

„სასმელი წყლის ხარისხის რეგულარული კონტროლი წყალმომარაგების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია, რასაც კომპანია თავისი ლაბორატორიული ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად ახორციელებს“,- ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს.
მათივე ცნობით, ქსელი 1 ცენტრალურ და 50 რეგიონულ, მათ შორის მობილურ ლაბორატორიას აერთიანებს.
„კომპანიის ოპერირების არეალში არსებულ 55 ქალაქსა და 300-ზე მეტ სოფელში წყლის ხარისხის კონტროლი მიკრობიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური პარამეტრების მიხედვით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან 40 000-ზე მეტი წყლის სინჯის აღება და კვლევა ხდება.
2018 წელს ლაბორატორიულად შემოწმდა 46 784 სინჯი. კვლევის მონაცემების მიხედვით, კომპანიის ოპერირების არეალში არსებულ ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არსებულ სტანდარტებსა და რეგლამენტს სრულად შეესაბამებოდა. სოფლის ტიპის დასახლებებში, იქ სადაც წყალმომარაგების სისტემები თვითნებურად არის მოწყობილი, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ყოველწლიურად უფრო მეტი სახსრების გამოყოფა ხდება. ამ დროისთვის წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონებში 900 მილიონი ლარის ინვესტიცია ხმარდება, 2019 წელს დამატებით 22 მსხვილი პროექტი დაიწყება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის სტაბილური და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფას“,- აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები