ირაკლი სესიაშვილი: გახარიასა და ხოშტარიას მე ვეპატიჟები ყავაზე

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი შს მინისტრსა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას ყავის დასალევად ეპატიჟება.
“კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ. ამიტომ, მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
​ცნობისათვის, მანამდე გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ, მისი ნახვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ის ყავაზე დაპატიჟონ.
„თუ „ევროპულ საქართველოს“ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ“, – აღნიშნა გახარიამ.
​შეგახსენებთ, დღეს “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ სურვილი გამოთქვა, რომ მან თავად მოუმზადოს ყავა მინისტრს, თუ ის საკანონმდებლო ორგანოში მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები