სალონიკის ძიუდოს ტურნირში ქართველმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში 14 მედლით დაბრუნდნენ

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ძიუდოს ტურნირზე რომელშიც ოცი ქვეყნის მოზარდები ღებულობდნენ მონაწილეობას , ქართველმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში 14 მედლით დაბრუნდნენ. ესენი არიან:ვარდიაშვილი ერეკლე 30კგ ოქრო, ჩქარეული ლუკა 38კგ ოქრო, დონღვანი ბექა 38კგ ოქრო, ფოლადიშვილი შალვა 24კგ ვერცხლი, მამგუაშვილი ლუკა 30კგ ვერცხლი, წოწკოლაური საბა 34კგ ვერცხლი, ტატარუ არჩილი 38კგ ვერცხლი, ბიბილური ალექსანდრე 42კგ ვერცხლი, ოთინაშვილი გიორგი 46კგ ვერცხლი, წოწკოლაური ხატია 30კგ ბრინჯაო, ექვთიმიშვილი მერაბი 34კგ ბრინჯაო, ზედელაშვილი გიორგი 34კგ ბრინჯაო.მჭედლიშვილი ნიკა 30კგ ბრინჯაო. ………დასრულდა ჩვენი ბერძნული ვოიაჟი და ვბრუნდებით უკან გამარჯვებულები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ეს ის მომენტია სიამაყით ლამის გული რო გისკდება, ემოციებისგან ყელში ბურთი რომ გეჩხირება და ყველას რომ გინდა გააგებინო როგორი უმაგრესი ბიჭები და მომავალი თაობა გვყავს. 16 ბავშვიდან რომ 13 მედალს წამოიღებს სამშობლოში ეს იცით რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ კლუბ “ოლიმპი”-ს მწვრთენელები არიან არაჩვეულებრივები, რომ მათ შრომას შედეგი აქვს და მადლობა მათ ამისთვის.
ბერძნული ტელევიზიები, რომ ამ ამბებს გააშუქებენ და ცალკე სიუჟეტს მოამზადებენ ქართველ ბავშვებზე, გული როგორ არუნდა გაგისკდეს სიხარულით?! ეს ერთ რამედ ღირს!
მოკლედ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა და ხმამაღლა და ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ მოდის თაობა, რომლის იმედიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს. – ია იაძე ერთერთი არჯვებული ბავშვის მშობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები