კახა კალაძე: კარგად მომზადებული მოდით და მერე დამისვით კითხვები

თბილისის მერი, კახა კალაძე მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ჯიბღაშვილმა დაკავებისას თქვა, რომ კახა კალაძისთვის დაერეკათ. დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს “ორიანი დაუწერა” და განაცხადა, რომ ისინი საკითხთან დაკავშირებით მოუმზადებლები იყვნენ.
„დღეს “ორიანი დაგიწერეთ”, არ ხართ კარგად მომზადებული. ამიტომ, კარგად მომზადებული მოდით და მერე დამისვით კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
​ადვოკატის ინფორმაციით, მსახიობმა აღიარა, რომ დაკავების პროცესში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა.
შს სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები