„არეა ექსპო 2019“ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, პოტენციურ კლიენტებს შეხვდნენ

„არეა ექსპო 2019“ – ღონისძიება, რომელიც ქართველი დეველოპერების, არქიტექტორებისა და დიზაინერების კალენდარზე 4-5 მაისს მოინიშნა, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება. უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საშუალებას მისცემს მომხმარებელს, შეარჩიოს სასურველი საცხოვრებელი, გასაქირავებელი თუ კომერციული ფართი.
იდეის ავტორი და ორგანიზატორია „არეა ჯგუფი“. კომპანია 2018 წლიდან გამოჩნდა უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც შუალედური რგოლი დეველოპერსა და მომხმარებელს შორის.
უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა პირველად გასულ წელს გაიმართა. 2000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა 95%-იც უშუალოდ იყო დაინტერესებული ბინის შეძენით; ათეულობით დაჯავშნილი ბინა და მომხმარებლისა და დეველოპერი კომპანიას შორის წარმატებული პირდაპირი კომუნიკაცია სწორედ ამის დასტური გახდა.
„არეა ექსპო 2019“-ზე პირველად მონაწილეობს კომპანია „ლაზიერი“, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის როგორც კორპორაციული კლიენტებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. მათი მომსახურება მოიცავს დიზაინის, პროექტირებისა და წარმოების ყველა ეტაპს. გარდა ამისა, კომპანია „ლაზიერი“ მომხმარებელთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარებას გეგმავს მათი რეალური სურვილებისა და საჭიროებების დაზუსტების მიზნით.
„ლაზიერში“ მიიჩნევენ, რომ „არეა ექსპო 2019“-ის ტიპის ღონისძიებების გავლენა და როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. „ნებისმიერ ბაზარზე ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის სწორი არხებისა და ნაკადების შექმნა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ინფორმაციის დროულად გაცვლის უზრუნველყოფა და მოცემული მომენტისთვის არსებული ბიზნესშესაძლებლობების სწორად შეფასება. ეს კი ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, – ამბობენ კომპანიაში.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ „არეა ექსპო“ ზუსტად ის პლატფორმაა, რომელიც ამ გამოწვევას მეორე წელია, რაც პასუხობს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორისთვის, როგორიცაა უძრავი ქონება და დეველოპმენტი. მსგავსი ტიპის მასშტაბური გამოფენები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის პოზიტიური მუხტის მიმცემია.
წლევანდელი ექსპოს კიდევ ერთი მონაწილე დეველოპერული კომპანია „გრინლაიფია“. მის ანგარიშზე უკვე არის ერთი დასრულებული პროექტი ჟვანიას ქუჩაზე, მეორე კი – მშენებარე კომპლექსი „პარკჰილ საბურთალო“. პროექტს გამოარჩევს ინდივიდუალური და გამწვანებული გარემო, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები და რეკრეაციული ზონა. „გრინლაიფი“ „არეა ექსპოზე“ სწორედ მიმდინარე პროექტს წარადგენს. „გვაქვს წარმატების ძალიან დიდი მოლოდინი, რადგან იქ მოსული სტუმრებისთვის საინტერესო შეთავაზებებს ვამზადებთ მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში“, – აცხადებს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი სოფო ახრახაძე.
„არეა ექსპო 2019“ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, შეხვდეს თავის პოტენციურ კლიენტს და აითვისოს ახალი სეგმენტიც. წელს ამ შესაძლებლობას საერთაშორისო ინვესტორებისა და სახელმწიფოს ჩართულობაც დაემატება, რაც შესაძლებლობას მისცემს უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებს, შეხვდნენ საერთაშორისო ინვესტორებს და გაეცნონ სახელმწიფოს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ სახელმწიფო უძრავ ქონებას.
წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო სავაჭრო პალატაა. ICC Georgia-ს შეფასებით, ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. „საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ძალიან მნიშვნელოვანია – „არეა ექსპო 2019“ კი ამ მხრივ არაჩვეულებრივ პოტენციალს ფლობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ინვესტორებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას და მოწვევას ჩვენივე წარმომადგენლობების მეშვეობით მეზობელი და რეგიონალური მასშტაბით, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში და არამხოლოდ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობასა და საქართველოში უძრავი ქონებით მათ დაინტერესებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ „არეა ექსპო 2019“ „შერატონ გრანდი თბილისი მეტეხი პალასში“ 4-5 მაისს გაიმართება. ღონისძიება თავს მოუყრის საქართველოს უძრავ ბაზარზე მოღვაწე დეველოპერებს, რომლებიც ამ ორი დღის მანძილზე უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ფასებსა და პირობებს შესთავაზებენ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები