ლევან სურგულაძე: ამ ეტაპზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა

„დაგროვებით საპენსიო სისტემაში სულ 747 774 ადამიანია გაწევრიანებული, საიდანაც 187 472 ადამიანი საჯარო სექტორში მომუშავეა, 581 439 კი – კერძო სექტორში. ამ ეტაპზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც დეპუტატებს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს.
„747 774 ადამიანია სულ სქემაში გაწევრიანებული. საჯარო სექტორიდან, ამჟამად, გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან კი – 581 439 ადამიანი, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ორივე სექტორში მუშაობენ, არის 21 137 ადამიანი. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის. სულ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება, გაუჩნდეთ სისტემიდან გასვლის უფლება, არის 294 852 მონაწილე. აქედან, კერძო სექტორში არის 228 006 მონაწილე, საჯარო სექტორიდან რჩება 78 047 ადამიანი, ხოლო ორივეში მომუშავე არის 11 201 ადამიანი“, – აღნიშნა სურგულაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა.
„ამ ეტაპზე, სულ გასული ადამიანების უნიკალური რაოდენობა გახლავთ 2 915 ადამიანი, აქედან კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, საჯარო სექტორიდან არის 2 712 და ორივეში ერთად მომუშავეების რიცხვი არის 230 ადამიანი“, – განაცხადა სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები