მოკლული გევორქ სარქისიანის და: არანაირი იმედი მქონდა, განაჩენით კმაყოფილი ვარ

გასული წლის 12 ივლისს მოკლული 22 წლის გევორქ სარქისიანის საქმეზე დღეს სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ ორ პირს 15-15 წელი მიესაჯა, ხოლო პირს, რომელიც ამჟამად იძებნება, განაჩენთა ერთობლიობით, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გარდა ამისა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებს.
მოკლულის და, მარია სარქისიანი სასამართლოს დღევანდელი განაჩენით კმაყოფილია. სარქისიანის შეფასებით, ბრალდებულები უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდნენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ ბრალდების მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა მიესაჯათ.
„ვფიქრობ, რომ სისასტიკე არ უნდა მოეხსნათ და სამუდამო მიესაჯათ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რადგან არცერთი პროცენტით მქონდა იმედი მათი დამნაშავედ ცნობისა. ამ წუთებში ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სამუდამოს მივუსჯიდი. საერთოდ არ მინდოდა პროცესზე მისვლა, რადგან ისინი (ამჟამად მსჯავრდებულები) შეძლებული ოჯახიდან არიან, ჩვენ გაჭირვებული ოჯახი ვართ, მშობლებიც კი არ მყავს და ვიბრძოდი მხოლოდ მე მთელი ჩემი ძალით. არანაირი იმედი  მქონდა ასეთი განაჩენისა, რადგან ბრალდებულებს 10 უძლიერესი ადვოკატი ეჯდათ. მოსამართლემ თავისი საქმე გააკეთა“, – განაცხადა მარია სარქისიანმა.
2018 წლის 12 ივლისს გევორქ სარქისიანს სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები