თბილისისა და რეგიონების სკოლების მანდატურებს მადლობის სიგელები გადაეცათ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე საქართველოს საჯარო სკოლების მანდატურებს შეხვდა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მანდატურის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გელა გელაძემ თბილისისა და რეგიონების სკოლების 210 მანდატურს, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმითა და სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებით გამოირჩევა, მანდატურის სამსახურის იუბილესთან დაკავშირებით, მადლობის სიგელები გადასცა და წარმატება უსურვა.
„მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური სულ უფრო ძლიერდება. ის გახდა, უფრო მეტად, ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. დაინერგა ახალი მიდგომები, რამაც, სასკოლო უსაფრთხოების კუთხით, პოზიტიური შედეგები უკვე გამოიღო. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება. ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ფაზაში, როდესაც უამრავი სიახლე უნდა დავნერგოთ და, რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ უზრუნველვყოთ სასკოლო უსაფრთხოება“, – განაცხადა გელა გელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები