ანრი ოხანაშვილი: პოლიციელის ღირსების დაცვა არის საზოგადოების დაცულობის გარანტია

„ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, დავიცვათ თითოეული პოლიციელის ღირსება“, – ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიციელის ღირსების დაცვა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების ინტერესებშია.
„პოლიციელის ღირსების დაცვა საზოგადოების დაცულობის გარანტიაა. ჩვენი, ყველას მოვალეობაა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთა მიმართაც უკანონო ქმედება განხორციელდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები