საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მალაიზიის დელეგაცია ესტუმრა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მალაიზიის დელეგაცია ესტუმრა. როგორც „კვირას“ სააგენტოდან აცნობეს, საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მარი ხარძიანმა დელეგაციის წევრებს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული ის წარმატებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, Doing Business-ის მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
„მარი ხარძიანმა შეხვედრაზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის გამარტივებული პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა“, – აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები