პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air-ი ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. მათივე ცნობით, ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ცნობისთვის, ჯამურად, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები