გრიგოლ ლილუაშვილი: პოლიციელი სახელმწიფოს წარმოადგენს და მასზე განხორციელებული ნებისმიერი აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა

“წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს რესურსი, რომ თემთან მოლაპარაკების გზით ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა გადაწყდეს”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
რაც შეეხება მომხდარ დაპირისპირებას – ლილუაშვილის თქმით, პოლიციელი სახელმწიფოს წარმოადგენს იქ, სადაც კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს და მასზე განხორციელებული ნებისმიერი აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა.
„წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს რესურსი, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თემთან მოლაპარაკების გზით ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა გადაწყდეს. ის ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებსა და სხვადასხვა ნივთს, არის კატეგორიულად მიუღებელი. პოლიციელი სახელმწიფოს წარმოადგენს იქ, სადაც კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს და მასზე განხორციელებული ნებისმიერი აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა. ამას ვერ შევეგუებით ვერც პანკისში, ვერც სამეგრელოში, ვერც იმერეთში, ვერც ქართლში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები