გივი მოდებაძე: ჩვენ კიდევ ბევრს გავაკეთებთ სოფლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ხვაშითის ზედა ჭალოვანის, ვაკევისა და კვახაჯელეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ვაკევისა და კვახაჯელეთის მოსახლეობას მმართველი გუნდის კანდიდატი სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობას დაჰპირდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფელ ხვაშითისა და ზედა ჭალოვანის მიმართულებით, ასფალტირებული გზა მოეწყო, რამაც საშუალება მოგცათ გაცილებით მოკლე დროში დაუკავშირდეთ რაიონულ ცენტრს. ამავდროულად, ოთხივე სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და მოგენიჭათ უფლება, ისარგებლოთ იმ შეღავათებით, რაც სახელმწიფომ მაღალმთიანი დასახლებებისთვის დაადგინა. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, თუმცა ჩვენ კიდევ ბევრს გავაკეთებთ სოფლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.