გიორგი გოგლიჩიძე: ერთად დგომით, ჩვენ შევძლებთ, ბევრი რამ გავაკეთოთ ზესტაფონისთვის
მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატი – გიორგი გოგლიჩიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ის დილიკაურში იმყოფებოდა, სადაც სოფლის სხვადასხვა უბნის მცხოვრებთა საჭიროებები მოისმინა. ადგილობრივებს ძირითადად, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ, რადგან მათი თქმით, ყველაზე მეტად გზის პრობლემა, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობების ავარიული მდგომარეობა აწუხებთ.
“საუბარი, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მისი გადაჭრის გზებს შეეხებოდა. მათ მივეცი თანხმობა, რომ N41-ის შემოხაზვით, ისინი შეიძენენ მეგობარს გიორგი გოგლიჩიძის სახით. ერთად დგომით, ჩვენ შევძლებთ, ბევრი რამ გავაკეთოთ”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.