ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 უკრაინელი მოზარდი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს
უკრაინის 10 არასრულწლოვანი მოქალაქე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს, მათ შორის ერთი 7 თვის ჩვილია.
პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შემოიყვანა. ათივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქემ, იულია სუსლიაკმა შემოიყვანა და ყველა მათგანს საბუთები წესრიგში აქვს.