სოფო კილაძე შალვა შავგულიძეზე: მას პროტესტი არ უჩნდება არც „ნაცმოძრაობის” მიმართ, ეს წარმოუდგენლად არალოგიკური დამოკიდებულებაა

„ევროპულ საქართველოს“ სასამართლოს პრობლემა ახლა გაახსენდა. სინამდვილეში, ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“- ძველმა და ახალმა განშტოებებმა სასამართლოზე სრული კონტროლი მოიპოვონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შალვა შავგულიძეს პროტესტი აქვს სასამართლოსთან, რომელიც კვლევებით საზოგადოების დიდ ნაწილში სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს.
„ევროპულ საქართველოს“ სასამართლოს პრობლემა ახლა გაახსენდა. სინამდვილეში, ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ძველმა და ახალმა განშტოებებმა სასამართლოზე სრული კონტროლი მოიპოვონ. მათი ამოცანა ესაა. სამწუხაროა, რომ შავგულიძეს პროტესტი აქვს იმ სასამართლოსთან, რომელიც კვლევებით საზოგადოების დიდ ნაწილში სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში წინ არის წასული წინა და კარგ პოზიცებს იკავებს. მას არ უჩნდება პროტესტი „ევროპული საქართველოს“ წევრების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ. მას პროტესტი არ უჩნდება არც „ნაციონალურ მოძრაობის“ მიმართ. ეს წარმოუდგენლად არალოგიკური დამოკიდებულებაა და შალვა შავგულიძეზე კარგად არ მეტყველებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები