მერაბ ქვარაია: ოპოზიციას სურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის დისკრედიტაცია

ზუგდიდის მაჟორიტარი, დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის თითქმის ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ამ პროცესის გაჭიანურება და ჩიხში შეყვანა სურს.
„იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ახლო წარსულში თავად უკიდურესად დაამახინჯა არა მარტო სასამართლო, არამედ –  მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა, დღეს სურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის დისკრედიტაცია, გაჭიანურება და, საბოლოოდ, ჩიხში შეყვანა. ის, ვინც შექმნა მაშინ ის საშინელი სიმახინჯე, დღეს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს ხელს, რაც პარადოქსულია, მით უფრო, რომ ხდება ვენეციის კომისიის თითქმის ყველა მოთხოვნის გათვალისწინება“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები