ბაჩანა შენგელია: გამოკითხულია რამდენიმე პირი, რომელიც საერთოდ არ არის შემხებლობაში საქმესთან

“დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული; ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი – მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული”, – ამის შესახებ ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გამოკითხულია რამდენიმე პირი, რომელიც საერთოდ არ არის შემხებლობაში საქმესთან. ყველა კითხვა, რაც იყო საქმეში, ამ წუთამდე, პასუხგაუცემელი რჩება.
“გამოკითხულნი არიან ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე, პრაქტიკულად, ვერ ექნებოდათ ინფორმაცია; მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია. ასევე, არ არის ამოღებული, მაგალითად, დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის ექსპერტიზისთვის სწორი კითხვებით მიმართული და, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, რაც მოგვცემდა საქმეზე ობიექტურ სურათს. მაგალითად, კამერები არ არის დროულად ამოღებული. ოთხი თვის დაგვიანებითაა მიმართვა კამერების ამოღებაზე და პასუხი არის, რომ ჩანაწერები არის წაშლილი. საუბარია ვინმე ლავრენტი ქირიაზე, რომელიც არ არსებობს და დოკუმენტურად არის დადასტურებული. შესაბამისად, ეფექტურად არ არის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები