ტრაგიკული ავარია პორტუგალიაში – დაღუპულია 29 ადამიანი (ვიდეო)

პორტუგალიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სადაც ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა გზიდან გადავარდა და საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა 29 ადამიანი დაიღუპა.
ყველა მათგანი გერმანიის მოქალაქეა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “DW” ავრცელებს.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის განმარტებით, უბედური შემთხვევა გუშინ დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც 50 ტურისტი გადაჰყავდა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა.
როგორც ცნობილია ადგილზე 11 მამაკაცი და 17 ქალი დაიღუპა. კიდევ ერთი ქალი კი მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ყველა დაღუპული 40-50 წლამდე ასაკის იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები