სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის მრჩევლებს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველ მარკ ფუმაგალსა და იურიდიულ მრჩეველ ლაურენციუ ჰადირკას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.
„მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში. სტუმრები დაინტერესებული იყვნენ იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებსაც სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების კუთხით დგამს. მათ ეთნიკური უმცირესობების დაცვის სხვადასხვა საკითხთან მიმართებით ჰქონდათ ინტერესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად განვიხილავთ ჩვენს მრავალეროვან და მრავალფეროვან ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებს იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული და თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან წევრად”, – განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები