ლაგოდეხში ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში „გოლფისა“ და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი