თვითმხილველთა თვალით დანახული დონბასის მოვლენები (ვიდეო)
გუშინ, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქის რუბეჟნოიში დილა არეულობით დაიწყო. საღამოს ტერორისტებმა დასახლებულ ფუნქტებში ანტიტერორისტული ძალების ბლოკ-საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ჯგუფ “საინფორმაციო წინააღმდეგობის” ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა. „ავტომატური ყუმბარმტყორცნიდან და ნაღმმტყორცნიდან ისროდნენ. უკრაინელ სამხედროებს დასახლებულ კვარტალში მათთვის საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ”,- წერს ტიმჩუკი.
გუშინ კი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ტერორისტებმა სკოლას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერი ვლადისლავ სელეზნიოვი ავრცელებს. “ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეებს, მაგრამ იღუპება ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. შეიარაღებული ტერორისტებისთვის მოწინააღმდეგე სლავიანსკის მშვიდობიანი მოსახლეობაა”, – დაწერა ფეისბუქზე ვლადისლავ სელეზნიოვმა.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=smmmrXO6NqI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=RvF0j6VpT-w&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=I_mxRbXGZic&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=1uYIt8jtmqA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]