სოფიო ქაცარავა: ბულგარეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრემიერმინისტრი – მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, ბულგარეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და პრემიერმინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან გაიმართება.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრების მთავარი თემა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები იქნება, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურის სფეროებს, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობასა და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს.
ქართული მხარე ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილებს.
„ბულგარეთთან ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე – ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ასეთი დონის ვიზიტები ხელს უწყობს და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ შორის არსებულ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან სფეროში”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები