“რა კავშირია დაჩაგრულთათვის მებრძოლ, წამებულ ქრისტესა და ზოგიერთ მაღალი რანგის მღვდელმთავარს შორის”

“რა კავშირია სამართლიანობისთვის, გაჭირვებულების, დაჩაგრულთათვის მებრძოლ, მათთვის წამებულ იესო ქრისტესა და ზოგიერთ მაღალი რანგის მღვდელთმთავარს შორის?”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
​როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, საპატრიარქო პოლიტიზირებულია
ზოგიერთს, ალბათ, სწყინს, როდესაც ვამბობ, რომ საპატრიარქო პოლიტიზირებულია, ხელისუფლების ნაწილია, ბიზნესკორპორაციაა და ამ მატერიალიზმით ისინი თანდათან შორდებიან ღვთიურ მოვალეობას, ემსახურონ რწმენას და, რაც მთავარია, თანადგომის ნაცვლად ჩვენ გვიშლიან ხელს ბრძოლაში, გვევლინებიან მხარედ მმართველ ძალასთან ერთად. აგერ, ამ დღეებში, მივიდნენ გამწარებული, ულუკმაპუროდ დარჩენილი ტაქსისტები საპატრიარქოს ხელმძღვანელ პირებთან დახმარების თხოვნით და მათი პასუხი რა იყო, თუ გაინტერესებთ… რა გინდათ ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად… ეს იგივე კითხვაა, რასაც მძღოლებს საჯაროდ უსვამენ პროტესტებით თავზარდაცემული კალაძე და ივანიშვილის სხვა ჩინოვნიკები. მე ერთადერთი რამ მაინტერესებს… რა კავშირია სამართლიანობისთვის, გაჭირვებულების, დაჩაგრულთათვის მებრძოლ, მათთვის წამებულ იესო ქრისტესა და ზოგიერთ მაღალი რანგის მღვდელმთავარს შორის?”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები